пятница, 24 октября 2014 г.

მეცხრე დღე

დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციები, წარმოვადგინეთ პროექტის პორტფოლიო. ტრენერისაგან მივიღეთ შემაჯამებელი, კონსტრუქციული წინადადებები, მოვისმინეთ ჯგუფის წავრთა შეფასებებიც...   უზომოდ კმაყოფილი ვარ! უამრავ კითხვაზე მივიღე პასუხი...

არაჩვეულებრივი ტრენინგი იყო!  უკვე ნათლად ვიცი როგორ შევქმნა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო პროექტი... მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს!


...


...ასეთი შეგრძნება მაქვს...   :)

воскресенье, 19 октября 2014 г.

მერვე დღე

ჩვენი ტრენინგი დასასრულისაკენ მიდის...  თანდათან დავხვეწე ჩემს მიერ მომზადებული სამუშაო მასალა. ტრენინგის დასაწყისში იყო სურვილი პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესების და მოლოდინები...   ამ ეტაპზე კი ზუსტად ვიცი როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, ვიცი როგორ მოვარგო სასწავლო მასალა მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებს, ნათლად დავინახე შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და უკუკავშირის  მნიშვნელობა...  

суббота, 18 октября 2014 г.

მეშვიდე დღე

  ძალიან საინტერესო იყო  მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნა. ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლის ამპლუაში საკუთარი თავის წარმოდგენა, რადგან რეალურად ხვდები  თუ რა სახის დახმარება დასჭირდება მოსწავლეს.
  
  დღეს წარმოვადგინეთ ჯგუფში ჩვენი დავალებები, ერთმანეთს გავუზიარეთ და გავაკეთეთ ზეპირი კომენტარები. საინტერესო და საჭირო  რჩევები მივიღეთ. უკუკავშირი სასწავლო პროცესისათვის   აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია და მნიშვნელოვანია, რათქმაუნდა,  მონაწილე მხარეებისათვის. 






воскресенье, 12 октября 2014 г.

მეექვსე დღე

დღეს შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს პროექტზე მუშაობისას რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები, ჩეკლისტები 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად. ძალიან დამეხმარა სახელმძღვანელოში არსებული შეფასების ფორმები და ტრენერის რეკომენდაციები საკუთარი პროექტის შასაფასებლად. ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში. ტრენინგზე მიღებული რჩევები, ვფიქრობ, ამ კუთხით ძალზედ გამომადგება!
 შევიმუშავეთ  შეფასების რუბრიკები...

суббота, 11 октября 2014 г.

მეხუთე დღე

...  მოვახდინეთ რეფლექსია წინა სატრენინგო დღეებზე შესწავლილი მასალის...


შევისწავლეთ Google form-ზე მუშაობა, შევადგინეთ ტესტის  ნიმუში...  ძალიან საინტერესო იყო, უკვე ზუსტად ვიცი როგორ გამოვიყენებ სამომავლოდ!